მთავარი / თბილისი / 29 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
29 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

29 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 29 მაისს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, VI, IX, X კვარტლების, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, საავიაციო ქარხნის დასახლების, დიმიტროვის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი-ჯიხაიშის, ილურიძის, ლომთათიძის, კოკინაკის, სვერის, ეკა ბეჟანიშვილის, ჯავის, ზედაზენის და იმერეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-ავშნიანის დასახლების, სერგი ჭილაიას, ბენდელიანის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ცისარტყელას, ავშნის, ავალიშვილის, ჯანაშიას, ნუშის, ანტონ II-ს, ფირცხალავას, გობრონიძის და მონადირის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის, გობრონიძის და ვაშაკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ბოჭორიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დონდუას, ზაზიშვილის, მარუაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, გივი ამილახვარის და გივი კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …