მთავარი / თბილისი / 28 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
28 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

28 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 28 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთები), სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ფერმწერთა, ანდრო ბიწაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ამილახვარის ქუჩის მცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებ გრიშაშვილის, ტაბახმელას, ხონელის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა დღეიდან 20 ლარამდე გაიზარდა

უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა დღეიდან 20 ლარამდე გაიზარდა

დღეიდან თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა – ამ დარღვევისთვის მოქალაქე ხუთი …