მთავარი / კულტურა / 28 მარტს, მოსკოვში, ნანი ბრეგვაძე კონცერტს გამართავს
28 მარტს, მოსკოვში, ნანი ბრეგვაძე კონცერტს გამართავს

28 მარტს, მოსკოვში, ნანი ბრეგვაძე კონცერტს გამართავს

28 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია Crocus City Hall-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კონცერტის სპეციალური სტუმრები იქნებიან ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე. ნანი ბრეგვაძე თავის საიუბილეო ტურს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გახსნის, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს.

გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, სცენაზე მასთან ერთად მისი შვილი მომღერალი ეკა მამალაძეც გამოვა.

წყარო: აიპრესი

შემთხვევითი სიახლე

თბილისი მსოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მასპინძლობისთვის ემზადება

თბილისი მსოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მასპინძლობისთვის ემზადება

თბილისი მსოფლიოში აღიარებული კიდევ ერთი მუსიკოსის მასპინძლობისთვის ემზადება. 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს საქართველოში კონცერტებს …