მთავარი / თბილისი / დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
26 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 26 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის (ნაწილობრივ) და ფერაძის ქუჩის მცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე სარაჯიშვილის (ვაშლიჯვარი) ქუჩის მცხოვრებლებს;

ისნის რაიონში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს;

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ხაზინის, ფხოვის, თაბუკაშვილის და ფურცელაძის ქუჩების მცხოვრებლებს;

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის და მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, კერესელიძის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ყიფიანის, ვახუშტი ბაგრატიონის, დიდუბის, აგლაძის, გოგოლაურის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და ნინო რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, იდუმალის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

შემთხვევითი სიახლე

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწის ქვემოთ ჩაიტანენ

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწისქვეშ ჩაიტანენ

ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის 2019 წელს 110 000 …