მთავარი / მთავარი მოვლენები / 25 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
25 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

25 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს 25 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ipn ავრცელებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”თელასიდან” აცნობეს, დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაქტიონ ტაბიძის, შალვა დადიანის და ლერმონტოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, შალვა მშველიძის, ბოდბის, შავსოფლის, იალბუზის, არბოშიკის, ლუსინიანის, 300 არაგველის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, შეშელიძის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ქერჩის, ხიზაბავრის, საბაშვილის, მიქატაძის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს.

”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებენ კომპანიაში.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …