მთავარი / თბილისი / 25-26 მაისს რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება
25-26 მაისს რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

25-26 მაისს რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თბილისში, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შესაბამისად, მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩის გავლით იმოძრავებს.

გარდა ამისა, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო, წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩა N11-თან დაასრულებენ.

27 მაისიდან კი, რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

შემთხვევითი სიახლე

21 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

21 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მათი ცნობით, ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების …