მთავარი / თბილისი / 24 მაისს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
24 მაისს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

24 მაისს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 24 მაისს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ)მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …