მთავარი / თბილისი / 22 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
22 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

22 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, შეშელიძის (ნაწილობრივ), ფეიქრების (ნაწილობრივ) და წყალსადენის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს;

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კახიძის ქუჩის მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის ქუჩის მცხოვრებლებს;

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, კობარეთის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, წინანდალის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და რუისის ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …