მთავარი / მთავარი მოვლენები / 21 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
21 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

21 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევროპის მოედნის (ნაწილობრივ), მეტეხის აღმართის, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯორბენაძის, რუისის, ჩეხოვის, მეტეხის, გელათის, არარატის, არმაზის, დუშეთის, ალაზნის, იორის, ცუცქირიძის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსის და ავლაბრის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 13 საათამდე ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის და სამგორის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შინდისის, ამაღლების, ოქროყანის, ავთანდილის, მესხის, შხეფის, წავკისის და ბოლო აღმართის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 18 საათამდე ვერეს დაღმართის, რესპუბლიკის მოედნის, ჭანტურიას, სანაპიროს, მტკვრის და საქანელას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საირმის, მიცკევიჩის, ბურძგლას, ცაგარელის, შმიდტის, გოთუას, კოსტავას, სააკაძის, ოჟიოს და გაგარინის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 18 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV და V მიკრორაიონების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 13 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და სოფელ ლისის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისაშვილის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, წერონისის, ჟღენტის, რაჭის, სანავარდოს და ლეჩხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …