მთავარი / საქართველო / განათლება / 206-ე ბაღის დირექტორი და კიდევ 2 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
206-ე ბაღის დირექტორი და კიდევ 2 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
206-ე ბაგა-ბაღი

206-ე ბაღის დირექტორი და კიდევ 2 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

თორდინავას განცხადებით, მონიტორინგის სამსახურის მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვის გადმოვარდნა აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის მხრიდან უყურადღებობამ გამოიწვია.

„აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობიდან გავათავისუფლეთ 206–ე საბავშვო ბაღის დირექტორი. დირექტორის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე შეასრულებს”, – თქვა თორდინავამ.

თანამდებობა დატოვეს ჯგუფის აღმზრდელმა და აღმზრდელის თანაშემწემაც. დღეს ზემო ფონიჭალაში 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია. მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება და მოტეხილობები. ექიმის თქმით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით. 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვი, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, სპეციალური საჭიროების მქონეა. დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გოგონა უყურადღებოდ იყო მიპოვებული.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

67 342 მასწავლებლიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 9 შედის

67 342 მასწავლებლიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 9 შედის

საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს. მასწავლებელთა …