2020 წელს ძველ თბილისში, „ნოვოტელის“ ბრენდის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება | Tbilisi Today
მთავარი / თბილისი / 2020 წელს ძველ თბილისში, „ნოვოტელის“ ბრენდის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

2020 წელს ძველ თბილისში, „ნოვოტელის“ ბრენდის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

2020 წელს ძველ თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე, „ნოვოტელის“ ბრენდის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

ამის შესახებ ექსკლუზიურად „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელ კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, 6 სართულიანი სასტუმრო  150 ნომერზე გათვლილი იქნება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ დროისთვის კომპანიას მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიისგან უკვე მიღებული აქვს და სამშენებლო სამუშაოების დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

პროექტში ინვესტიციის სახით  30 მილიონი აშშ დოლარის განხორციელებააა დაგეგმილი.

„ეს არის Accor Group-თან თანამშრომლობის მესამე მაგალითი. მანამდე თბილისში Accor-თან  თანამშრომლობით  ორი სასტუმრო – IBIS-ი  და მერკური გახსნა“ – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო ჰოლდინგი „მაქრო ქონსთრაქშენი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. იგი აერთიანებს შვილობილ კომპანიებს, სხვადასხვა მიმართულების წარმოებასა და პროექტს. პირველი და ყველაზე ცნობილი პროექტი Glorya Furniture-ის ბრენდია, რომელიც ავეჯის ერთადერთი მწარმოებელი ქარხანაა აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში. კომპანიას ასევე ეკუთვნის ავეჯის მაღაზიათა ქსელი ,,ბელისა.“

„მაქრო ქონსთრაქშენი“- ს ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტი, საცხოვრებელი კომპლექსი – ,,მწვანე ბუდაპეშტია“. ამავე კომპანიის პროექტია დიღომში მდებარე ახალი კომპლექსი ,,მწვანე ალმასი“. „მაქრო ქონსთრაქშენ“- მა ინვესტიციების განხორციელება 2013 წელს დაიწყო.

რაც შეეხება ფრანგული Accor Group-ს, ის  მსოფლიოში ცნობილი სასტუმროებისა და რესტორნების ოპერატორ ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა, „სოფიტელი“, „ნოვოტელი“, „გრანდ მერკური“, „იბისი“. საქართველოში Accor Group-ი  უკვე ფლობს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, 4–ვარსკვლავიან სასტუმრო „მერკურის თბილისში, რომელიც 2015  წელს გაიხსნა.

წყარო: კომერსანტი | ავტორი: სოფო ქსოვრელი 

შემთხვევითი სიახლე

7 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

7 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 7 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, საბურთალოს …