მთავარი / თბილისი / 2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა
2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა

2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა

2018 წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

როგორც კომპანია „ყაზტრანსგაზში” განაცხადეს, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე კორპუსში მცხოვრები მეზობლებისთვის. გთავაზობთ 2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელს რაიონების მიხედვით: ჩუღურეთი – ნაძალადევი – 15266; სამგორი – 14 657, ისანი- ვაზისუბანი 10 871, გლდანი- სანზონა – თემქა – 10 341; დიღომი- დიდუბე – 5 148, მთაწმინდა- კრწანისი – 7 573; საბურთალო – 3 627; ნუცუბიძე – 1 151, ვაკე- წყნეთი – 499“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა

კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და მიწისქვეშა გადასასვლელთან …