2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა | Tbilisi Today
მთავარი / საქართველო / 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა
2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 17.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 533.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა 2018 წელს 19.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 45.8%-ია.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფოს საგარეო ვალი თითქმის 114%-ით გაიზარდა.

სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით:

2013 – 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%

2014 – 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%

2015 – 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 41.4%

2016 – 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.4%

2017 – 16.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%

2018 – 19.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 45.8%

საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-სთან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობას მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად შეუძლია დამატებითი ვალების აღება.

შემთხვევითი სიახლე

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ნასყიდაშვილის …