მთავარი / საქართველო / 2017 წლის 8 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 10.7%-ით შემცირდა
2017 წლის 8 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 10.7%-ით შემცირდა

2017 წლის 8 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 10.7%-ით შემცირდა

2017 წლის 8 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით შემცირდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 733-ით ნაკლები ადამიანი დაშავდა.

„საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ რეფორმის განხორციელებას და გვაქვს პირველი მონაცემებიც: 2017 წლის 8 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 421 შემთხვევით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე, რაც 10.7%-იან კლებას წარმოადგენს. შედეგად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ატოსაგზაო შემთხვევებში გვყავს 733 დაშავებულით ნაკლები (-12.9%) და 44-ით შემცირდა ავარიების დროს გარდაცვლილთა მაჩვენებელი (-15.6%). ჩვენ ყველას გვჯეროდა, რომ ეს რეფორმა ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს გახდიდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …