მთავარი / საქართველო / განათლება / 2016 წლიდან დღემდე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 23 მასწავლებელი დაითხოვეს
2016 წლიდან დღემდე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 23 მასწავლებელი გაათავისუფლეს

2016 წლიდან დღემდე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 23 მასწავლებელი დაითხოვეს

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2016-2017 სასწავლო წელს დისციპლინური წარმოება დაიწყო სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ სავარაუდო ძალადობის 76 შემთხვევაზე, თუმცა უცნობია რამდენ მასწავლებელს დაეკისრა ამის გამო პასუხისმგებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განათლების სამინისტროს შეკითხვით მიმართეს:

“რამდენი პედაგოგი ან სკოლის თანამშრომელი გათავისუფლდა მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მიზეზით სკოლიდან 2012 წლიდან დღემდე”.

განათლების სამინისტროს ცნობით კი 2016 წელს მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 14 მასწავლებელი გაათავისუფლეს.

“2017 წელს, იანვრიდან დღემდე ჯამურად დაფიქსირდა 9 გათავისუფლება, აქედან 4 შემთხვევა მოხდა მიმდინარე სასწავლო წელს ანუ სექტემბრიდან”, – ამბობენ უწყებაში.

გუშინ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა. 2016-2017 სასწავლო წლის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ძალადობის ფაქტები. ასევე გამოვლინდა მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებიც.

ანგარიშის მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას.

ანგარიშთან დაკავშირებით, მოგვიანებით განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლებიდან მიმართვიანობის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე ბავშვი იყო.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …