მთავარი / მთავარი მოვლენები / 2016 წელს განახლებადი ენერგიის გამომუშავება 14,1%-ით გაიზარდა
2016 წელს განახლებადი ენერგიის გამომუშავება 14,1%-ით გაიზარდა

2016 წელს განახლებადი ენერგიის გამომუშავება 14,1%-ით გაიზარდა

2016 წელს განახლებადი ენერგიის გამომუშავება (წყლის ენერგიის გამოკლებით) 14,1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BP-ის 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, განახლებადი ენერგიის გამომუშავებაში ყველაზე დიდი წილი, ნახევარზე მეტი, ქარის ენერგიას უჭირავს. მაშინ, როდესაც მზის ენერგიის მიერ გამომუშავებული ენერგიის წილმა 18% შეადგინა.

ამასთან, ჩინეთმა ამერიკას ჩამოართვა ამ მიმართულებით ყველაზე მსხვილი მწარმოებლის სტატუსი. რაც შეეხება ენერგიის სხვა წყაროებს, ბუნებრივი გაზის მოხმარება 2016 წელს 63 მილიარდი კუბური მეტრით,1,5%-ით გაიზარდა. განსაკუთრებულად მოიმატა ევროკავშირის მიერ გაზის მოხმარებამ – მატება 7,1%-ია.

BP-ის ანგარიშის მიხედვით, Brent-ის საწვავზე 2016 წელს ბარელის საშუალო ფასი 43,73$ იყო, რაც 2015 წლის მონაცემებს თითქმის 10 დოლარით ჩამორჩება. საწვავის გლობალური მოხმარება დღეში 1,6 მილიონი ბარელით გაიზარდა. ზოგადად, ენერგიის გლობალურმა მოხმარებამ 2016 წელს 1%-ით მოიმატა, რაც ნაკლებია 2015 წლის მაჩვენებელზე – 0,9%.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …