მთავარი / მთავარი მოვლენები / 20 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
20 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

20 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ, 20 სექტემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება:

საბურთალოს რაიონს – 10 საათიდან 18 საათამდე სოფელ დიღმის, ჩალისპირების დასახლების, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, ერედვის, ავთანდილის, რამაზის და დავარის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე – ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

13 საათიდან 16 საათამდე – ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონს – 11 საათიდან 11:30 საათამდე – ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონს – 10 საათიდან 18 საათამდე – სოფელ თელეთის, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონს – 12 საათიდან 15 საათამდე – ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …