მთავარი / თბილისი / 2 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
2 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

2 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, ვაკის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის და გიორგი წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, შავიშვილის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, ოთარ ლორთქიფანიძის, მაღალაშვილის და გეგეჩკორის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ ტაბახმელას მცხოვრებლებს.

გლდანის და ნაძალადევის რაიონებში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ გლდანის, მუხიანის IVა მიკრორაიონის, ავშნის, ნუშის და ნიჟარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის, ფოსტის, ქურხულის, სართიჭალის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, ხერხეულიძის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯორჯ ბუშის, დოესის, აწყურის და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მახათის მთის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შემთხვევითი სიახლე

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …