19 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება | Tbilisi Today
მთავარი / თბილისი / 19 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
19 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

19 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს, კერძოდ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აისის, ჩაჩავას, ფერაძის, ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ნოსირის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შემთხვევითი სიახლე

7 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

7 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 7 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, საბურთალოს …