მთავარი / თბილისი / 16 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
16 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

16 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დედაქალაქის ცალკეულ უბნებს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება. აღნიშნული შეზღუდვა „თელასის“ აბონენტებს ეხება, მიზეზად კი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთება სახელდება. 

როგორც კომპანია თელასში განაცხადეს, შეზღუდვა 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის II ქუჩის, ნავთლუღის II დასახლების III ,IV, V, VI ქუჩების და გრიგოლ ლორთქიფნიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 13:30 საათიდან 15:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ახალდაბის მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით შეზღუდვა გავრცელდება საბიურთალოს რაიონშიც, კერძოდ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და ბროლოსანის ქუჩის მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში: მანჯგალაძის, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

შეზღუდვა გავრცელდება გლდანის რაიონში, კერძოდ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ვეკუას და ვასაძის (ავჭალა) ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აწყურის, დოესის, კასპის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …