მთავარი / თბილისი / 16-17 იანვარს თბილისში მოთოვს
16-17 იანვარს თბილისში მოთოვს

16-17 იანვარს თბილისში მოთოვს

თბილისში მოსალოდნელია თოვლი და ნალექიანი ამინდი – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.

“ხვალ და ზეგ ანუ 16-17 იანვარს, თბილისში თოვლჭყაპს ვვარაუდობთ. გარეუბნებში და თბილისის შემოგარენში კი ნალექი თოვლის სახით იქნება მოსალოდნელი. ამ დღეებში ღრუბლიანი, ცივი და ნისლიანი ამინდი იქნება. ჰაერის დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16-ში და 17-ში +3-დან 5 გრადუსამდე იმერყევებს.

18 იანვარს დღისით ნალექი მოსალოდნელი არ არის. 19 იანვრიდან კი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მათ შორის, თბილისში ღამით მინიმალური ტემპერატურა -4 გრადუსამდე იქნება. უნალექო ამინდი, დაახლოებით, 22 იანვრამდე შენარჩუნდება,” – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …