მთავარი / თბილისი / 14 მარტს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
14 მარტს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

14 მარტს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, ნოზაძის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და სოფელი გლდანის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ლორთქიფანიძის და ნაკადულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების I, II მიკრორაიონების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ტაშკენტის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის, ძოწენიძის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

6 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. მათივე …