მთავარი / თბილისი / 13 ივნისის სტიქიის ადგილზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს [ფოტო]
13 ივნისის სტიქიის ადგილზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს [ფოტო]

13 ივნისის სტიქიის ადგილზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს [ფოტო]

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი იქვე მდებარე მშენებლობაზე დასაქმებულებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ცხედარი გახრწნილია.

ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ამ დროისთვის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ცხედარი ახლოს მდებარე სასაფლაოს სიახლოვეს არის აღმოჩენილი.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მისულები იყვნენ 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის წევრები, თუმცა მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს.

13 ივნისის სტიქიის შედეგად 21 ადმიანი დაიღუპა, მათგან ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

წყარო: 1tv | ავტორი: გიორგი გიგანიირაკლი გედენიძე

შემთხვევითი სიახლე

4 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კომპანია „თელასში“ განაცხადეს. ნაძალადევის …