მთავარი / საქართველო / 12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა

12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა

რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება.

12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა.

ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.

ახალი დღესასწაულის დაწესების ინიციატივა საპატრიარქოს ეკუთვნის, რაც მთავრობამ გაიზიარა. სწორედ საქართველოს მთავრობამ მიმართა პარლამენტს, დაჩქარებული წესით მიეღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.

შემთხვევითი სიახლე

ნინო კასრაძე რობერტ სტურუას: საქართველო იყო, არის და იქნება

მსახიობი ნინო კასრაძე სოციალურ ქსელში რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებას ეხმაურება. მსახიობი თავის პოზიციას აფიქსირებს თბილისში …