მთავარი / თბილისი / 11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, დავით გარეჯელის, ანდრონიკაშვილის, ჟორდანიას, გარეჯის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, მერი შერვაშიძის, ილია კარტოზიას, მექანიზაციის, ნინო წერეთლის, პაპავების, ადამიას, ბეთაშვილის, ყუბანეიშვილის, ივერთუბნის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის „ა“,I, II, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის III მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ილია ვეკუას, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, გაგარინის, ვართაგავას, მამკოდის, მორეტის, ტაბიძის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის, აფაქიძის, კვერნაძის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

შემთხვევითი სიახლე

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …