მთავარი / თბილისი / 10 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
10 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

10 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის ნაკვეთების, თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 02:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში თბილისის მერიის პროექტით გათვალისწინებული ფალიაშვილის და კეკელიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ბარნოვის, რაფიელ ერისთავის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

შემთხვევითი სიახლე

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …