მთავარი / თბილისი / 10 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება
10 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება

10 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე რაგბში, საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციასთან დაკავშირებით, 10 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რაგბში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან, რის გამოც 06:00 საათიდან 22:00 საათამდე აღნიშნულ მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.

ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

9 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

9 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 9 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, …