მთავარი / მთავარი მოვლენები / 1 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
1 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

1 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 1 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და აწყურის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდაუთის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს და ბარათაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, მორის ფოცხიშვილის, რიონის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ჭედიას, კაჭარავას V ქუჩის, ლიბანის, სალხინოს, ჯანჯღავას, კაჭარავას და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.11:30 საათიდან 18:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის, სააკაძის, ცინცაძის, იმერეთის, რიონჰესის, ბენდელიანის და რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის და ბარამიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14:30 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთვის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ანა პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …