მთავარი / მთავარი მოვლენები / ვის არ ექნება ვალდებულება ფასდება მხოლოდ ლარში მოახდინოს
ვის არ ექნება ვალდებულება ფასდება მხოლოდ ლარში მოახდინოს

ვის არ ექნება ვალდებულება ფასდება მხოლოდ ლარში მოახდინოს

ივლისიდან სავალდებულო ხდება ქონების რეალიზაციის ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვა. თუმცა, არიან გამონაკლისი მეწარმეები, რომლებზეც ეს წესი არ ვრცელდება.

კერძოდ, არსებული პროექტის მიხედვით, ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება მეწარმე-სუბიექტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია:

1. ნებისმიერი საერთაშორისო რეზერვაციის პორტალის ან/და უცხოური ვებ გვერდის მეშვეობით ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, რომელიც ხორციელდება მხოლოდ უცხოურ ენაზე;

2. საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტ პირთათვის ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, იმ პირობით, რომ შეთავაზება/რეკლამირება ხორციელდება ასევე ეროვნული ვალუტით;

3. საერთაშორისო, მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვებსა და საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან;

4. როუმინგის მომსახურებასთან;

5. უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან;

6. სასაქონლო ნიშნებზე, დიზაინზე, გამოგონებაზე და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტზე უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის გაწეულ მომსახურებასთან;

7. ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.

8. არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან;

9. რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისათვის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან;

10. ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან;

11. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან.

12. საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …