მთავარი / მთავარი მოვლენები / ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, კაპიტალის ბაზრის განვითარება ეროვნული ბანკისა და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2016 წელს მთავრობის მიერ დამტკიცდა შესაბამისი სტრატეგია, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა გეგმა და ღონისძიება, რომელმაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით ინვესტორების დაინტერესებას.

”კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებაა. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირება სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. კომპანია, რომელიც აპირებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემისიას, ვალდებულია მოამზადოს საჯარო შეთავაზების “პროსპექტი”, სადაც ახსნილი და აღწერილი უნდა იყოს კომპანიის გეგმები, არსებული ფინანსური მდგომარეობა და ყველა მნიშვნელოვანი რისკფაქტორი. პოტენციურმა ინვესტორებმა კი, მხოლოდ აღნიშნული პროსპექტისა და ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის დეტალური ანალიზის, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკფაქტორების შესაძლო ნეგატიური, თუ პოზიტიური შედეგების გაცნობიერების შემდეგ უნდა მიიღონ მათთვის კონკრეტულ მომენტში ხელსაყრელი გადაწყვეტილება. საერთაშორისო გამოცდილებით, როგორც წესი, საცალო ინვესტორები ფინანსური ანალიტიკოსების მომსახურებით სარგებლობენ. გაითვალისწინეთ, რომ ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა დაკარგოს საბაზრო ღირებულება; ასევე ძირითადი თანხისა და საპროცენტო შემოსავლების მიღება დამოკიდებულია ემიტეტის გადახდისუნარიანობაზე”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე განმარტებით, სახელმწიფოს, მათ შორის მარეგულირებლის, უფლებამოსილება არ არის და ვერ იქნება ემიტენტების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ინვესტირება, ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მოუწოდებს პოტენციურ ინვესტორებს გამოიჩინონ სიფრთხილე, ყურადღება გაამახვილონ სხვადასხვა კომპანიების მიერ შეთავაზებული ფინანსური ინსტრუმენტების შინაარსზე, კარგად შეისწავლონ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ფასიანი ქაღალდების შეძენის გადაწყვეტილება.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …