მთავარი / საქართველო / განათლება / ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება
ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება

ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება

ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, კერძო სექტორის ჩართულობით ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ პროექტი კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელდება და ეს პროფესიული განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

„პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია” – განაცხადა ბატიაშილმა.

მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ კვლავ გაგრძელდება კერძო სექტორის ხელშეწყობა, რადგან სამინისტროს მიზანია, რაც შეიძლება ბევრ კომპანიას გაუჩნდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …