მთავარი / მთავარი მოვლენები / ზაზა სარალიძე: შსს-ს ეზოში ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელს არ გამოატარებენ
ზაზა სარალიძე: შსს-ს ეზოში ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელს არ გამოატარებენ
ფოტო: 1tv

ზაზა სარალიძე: შსს-ს ეზოში ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელს არ გამოატარებენ

აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელს არ გამოატარებენ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, შსს-ს შენობაში კრიმინალური პოლიციის დირექტორს შეხვდა.

„კომისიის სხდომას ვუყურებდი, შევხედე, რომ კომისიის წევრები წინააღმდეგები არიან რეკომენდაციაზეკალანდიასთან დაკავშირებით. წამოვედი აქ, მაინტერესებდა ესენი რას ფიქრობდნენ. იგივე აზრზე არიან ესენი, არ უნდათ ჩემი შვილის მკვლელების დაჭერა და არავის პასუხისმგებლობის დაყენება. ერთი თვეა უკვე გასული რაც განაჩენი გამოვიდა და რაც შსს-მ ვითომ დაიბრუნა გამოძიებაში და არაფერიც არ გაუკეთებია ჯერ. კიდევ ამბობენ, რომ დრო უნდა, დრო უნდა, რისი დრო რა დრო, 7 თვეა უკვე გასული. აქ ვიქნები სანამ არ გამოატარებენ ჩემი შვილის მკვლელს, მ.კ-ს. საგამოძიებო კომისიის ყველა წევრის განცხადება არ მომისმენია. სიმართლე გითხრათ, იმდენად განვიცდი, პირდაპირ აქ წამოვედი”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია არ არის უფლებამოსილი ვინმე დააკავოს, უფლებამოსილი არის შსს, მაგრამ არავის აკავებენ.

წყარო: 1tv | ავტორი: ხატია ჯამალაშვილი

შემთხვევითი სიახლე

დავით ბაქრაძემ კრიპტოვალუტების ვაჭრობით შარშან 26 000 დოლარი გამოიმუშავა

დავით ბაქრაძემ კრიპტოვალუტების ვაჭრობით შარშან 26 000 დოლარი გამოიმუშავა

დავით ბაქრაძემ კრიპტოვალუტების ვაჭრობით შარშან 26 000 დოლარი გამოიმუშავა. პარლამენტის ექს-სპიკერმა გასულ წელს 6000 დოლარი …