მთავარი / მთავარი მოვლენები / ვროკავშირის მხარდაჭერა ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას: ინიციატივამ EU4Digital საკუთარი ვებ-გვერდი გახსნა
ინიციატივამ EU4Digital საკუთარი ვებ-გვერდი გახსნა

ვროკავშირის მხარდაჭერა ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას: ინიციატივამ EU4Digital საკუთარი ვებ-გვერდი გახსნა

ევროკავშირის მხარდაჭერა ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას: ეწვიეთ ვებ-გვერდს https://eufordigital.eu/geo/ – აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ციფრული განვითარების საინფორმაციო ჰაბს, რომელიც ახლა უკვე ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი

ინიციატივამ EU4Digital საკუთარი ვებ-გვერდი https://eufordigital.eu/geo/ გახსნა – ამ მრავალენოვან პლატფორმაზე თავმოყრილია ინფორმაცია, ახალ ამბები და რესურსები იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი -უწევს ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ უმთავრეს მაჩვენებელს რეალური შედეგების მოსატანად მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ სფეროში ხორციელდება ინიციატივის EU4Digital საშუალებით, რომელიც აერთიანებს პრიორიტეტულ საქმიანობას და პროგრამებს ამ სფეროში.

ინიციატივის EU4Digital ვებ-გვერდი აშუქებს მხარდაჭერას ინიციატივის ექვს თემატურ სფეროში, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი გვერდი შესაბამისი ინფორმაციით, ახალი ამბებით, მოვლენებით და წარმატების ისტორიებით:

  • ტელეკომის წესები: გაიგეთ, თუ როგორ მოუტანს ევროკავშირის მხარდაჭერა სარგებლობას მოქალაქეებს და ბიზნესს ისეთი საშუალებებით, როგორიცაა როუმინგის უფრო დაბალი ფასები, გაძლიერებული რეგულაციები კონკურენციის და ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისთვის, ასევე მომხმარებელთა უფლებები და ახალი ფართოდიაპაზონიანი გადაცემის შესაძლებლობები.
  • ნდობა და უსაფრთხოება: ნდობის და უსაფრთხოების განვითარებით ციფრულ ეკონომიკაში ევროკავშირი ხელს უწყობს ელექტრონულ ტრანზაქციებს, რადგან ისინი ხდება უფრო უსაფრთხო, სწრაფი და იაფი, და მხარს უჭერს უმნიშვნელოვანესი ციფრული ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტელეკომუნიკაციის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ან საბანკო სექტორები.
  • ელ. ვაჭრობა: ექსპორტის გამარტივებული პროცედურები უქაღალდო ვაჭრობის და ელექტრონული ლოჯისტიკის საშუალებით შეამცირებს დაყოვნებებს საზღვარზე, გაზრდის ოპერაციების უსაფრთხოებას, შეამცირებს ფასებს და გააუმჯობესებს ციფრული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები: იხილეთ, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციებს იმისათვის, რომ წაახალისოს მაღალი ხარისხის კვლევების გაზიარება და სახელმწიფოთაშორისი ინვესტიციები, ევროკავშირის ბაზრების გახსნა ამ რეგიონის სტარტეპებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის.
  • ელ. ჯანმრთელობა: ელ. ჯანმრთელობის სისტემების მხარდაჭერა სარგებლობას მოუტანს პაციენტებს, ისევე როგორც ჯანდაცვის სისტემებს და პროფესიონალებს, რასაც შედეგად მოჰყვება მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის ზრდა, უკეთესი რეაგირება მზღვეველთა მხრიდან და რეგულირების გაუმჯობესება.
  • ელ. უნარები: ციფრული უნარების ჩამოყალიბების მხარდაჭერით ევროკავშირი ეხმარება უნარების შესაბამისობაში მოყვანას ახალი სექტორების მოთხოვნებთან, რითაც ხელს უწყობს დასაქმების და კერძო სექტორის განვითარებას და ეკონომიკის დინამიურ ზრდას.

ამ თემატური გვერდების გარდა, ვებ-გვერდზე არსებული ფილტრებით შესაძლებელია შესვლა ქვეყნების გვერდებზე, სადაც თავმოყრილია შესაბამისი მასალები, ასევე ხელმისაწვდომი ამ ქვეყნების ენებზე, ქართული ენის ჩათვლით.

ციფრულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ახალი ამბების, მოვლენების და წარმატების ისტორიების გარდა, ინიციატივის EU4Digital ვებ-გვერდზე არის ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ანგარიშებს, შეთანხმებებს, პოლიტიკის დოკუმენტებს, სამეცნიერო პუბლიკაციებს, კვლევებს და ინფოგრაფიკას. მასალების ძიება შესაძლებელია ქვეყნის, თემატიკის და პუბლიკაციის ტიპის მიხედვით.

ასე რომ, ჩაინიშნეთ https://eufordigital.eu/geo/ და თვალი მიადევნეთ ციფრული სფეროს განვითარებას, და ევროკავშირის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ციფრული საზოგადოების და ეკონომიკის მშენებლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მაია ჩიტაია
Action Global Communications
+995 599 490012
maia.chitaia@actionprgroup.com

შემთხვევითი სიახლე

“მე თქვენ დაგასრულებთ, არსად წასვლას არ ვაპირებ” – გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობას”

“მე თქვენ დაგასრულებთ, არსად წასვლას არ ვაპირებ” – გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობას”

არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ, – ასე მიმართა პრემიერ-მიონისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ერთიან …