მთავარი / საქართველო / VINO&VINO-ს პირველი ღვინის მაღაზია საქართველოში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს
VINO&VINO-ს პირველი ღვინის მაღაზია საქართველოში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს

VINO&VINO-ს პირველი ღვინის მაღაზია საქართველოში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს

17 დეკემბერს, 18:00 საათზე VINO&VINO-ს პირველი ღვინის მაღაზია საქართველოში (მის: თბილისი, ყაზბეგის #31) მედიის წარმომადგენლებს უმაპინძლებს. ღონისძიების ფაგრლებში გაიმართება დეგისტაცია. მყუდრო, საინტერესო და სასიამოვნო გარემოშიმოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიონალი სომელიების რეკომენდაციით დააგემოვნონ რჩეული გემოები და გაეცნონ მსოფლიო ღვინის უნიკალურ კოლექციას.

VINO&VINO საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 30-მდე კონცეპტუალური ღვინის ბუტიკსა და მაღაზიას აერთიანებს. 500-ზე მეტი დასახელების ღვინო რჩეული ღვინის კოლექციას ჰქმნის  მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპანიის მიზანია, ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები შესთავაზოს მტელი მსოფლიოდან და ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე მარნების განვითარებას და პოპულარიზაციას.

ქალაქებს შორისაა თბილისიც, რომლისთვისაც წამყვანი სომელიეებისა და ღვინის ექსპერტების დახმარებით უნიკალური კოლექცია შეიქმნა. ქართული კოლექცია განსხვავებული, საინტერესო და კონცეპტუალურია. აქ ძველ, კლასიკური სამყაროს ღვინოებს ახალი სამყაროს ეგზოტიკური გემოები ენაცვლება, რომელიც ტრადიციული ტექნიკით დაყენებული ქართული ღვინის კოლექციასაც მოიცავს. ქართული კოლექცია განსხვავებული, საინტერესო და კონცეპტუალურია.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას აერთიანებს დღეს ტერმინი VINO&VINO, პროფესიონალი სომელიეები მასში ევროპულ ღვინოებს გულისხმობენ, რომლებიც მსოფლიოში, ისტორიულად და კლასიკური გაგებით, ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში მზადდება. საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, ავსტრია – ეს ის ღვინის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნებია, რომელთა განსაკუთრებული კოლექცია მაღაზიაში მოსულ სტუმარს დახვდება. თბილისურ კოლექციაში ასევე შეხვდებით განსხვავებულ და ეგზოტიკურ, ცოცხალ და ხასიათიან გემოებს ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, არგენტინიდან, ჩილედან, სამხრეთ აფრიკიდან და აშშ-დან.

VINO&VINO-ს ღვინის მაღაზიაში განსაკუთრებულ სივრცესაც აღმოჩენთ – ეს რეზერვების ოთახია, სადაც პრემიუმ-ღვინოები ინახება. საფრანგეთის შატო დისკოს, შატო მარგოსა და მსოფლიოში ცნობილი მეღვინეების გაიას ოჯახის ღვინოების შესახებ მაღაზიის პროფესიონალი სომელიეები უფრო დეტალურად მოგითხრობენ. VINO&VINO-ში ცნობილი ავსტრიელი ქალი მეღვინის, ელენა ვოლხის სრული კოლექციაა წარმოდგენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოურ ღვინოებთან ერთად, VINO&VINO-ს კოლექციაში საკმაოდ დიდი ადგილი ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას უჭირავს. ღვინის ექსპერტებმა საუკეთესო ქართული ღვინოები და ცქრიალა ღვინოები მთელი საქართველოდან შეაგროვეს. განსაკუთრებული პოპულარობით აქ მცირე საოჯახო მარნებიდან წარმოდგენილი კოლექციები სარგებლობს, რადგან VINO&VINO მხარს უჭერს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას და მაღაზიაში წარმოდგენილ ქართული ღვინის რჩეულ გემოებს მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. VINO&VINO-ში წარმოდგენილია ისეთი მწარმოებლები, რომლეთაც სხვაგან ვერ შეხვდებით.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ გყვავს ისეთი ღვინის მწარმოებლები, რომელთა ნდობაც მოვიპოვეთ და მათ რჩეულ გემოებს მხოლოდ “ვინო&ვინო-ს” მაღაზიიში შეხვდებით. ჩვენი მიზანია, ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები შევთავაზოთ მთელი მსოფლიოდან და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მცირე მარნების განვითარებას და მათ პოპულარიზაციას,” – აღნიშნავს ვინო&ვინოს დირექტორი, დავით დავითაია.

და ბოლოს, VINO&VINO-ში, საახალწლო 20%-იანი ფასდაკლება შერჩეულ კოლექციაზე 17 დეკემბრიდან დაიწყება. მისულ სტუმარს ღვინის ექსპერტები  სიამოვნებით დაეხმარებიან სასურველი გემო შერჩევაში და ღვინის გემოვნურ თვისებებსა თუ ხასიათზეც მოუყვებიან.

VINO&VINO – შენი მეგზური ღვინის სამყაროში.

შემთხვევითი სიახლე

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული …