მთავარი / მთავარი მოვლენები / თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება – გრიგორი კარასინი
თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება – გრიგორი კარასინი

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება – გრიგორი კარასინი

ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინი რუსულ სამთავრობო მედიას საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე ესაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსენება.

„ეს ცენტრი ქართულ-რუსული ურთიერთობის განვითარებაში დიდ როლს შეიტანს“. – განაცხადა კარასინმა რუსულ მედიასთან და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, საქართველოს მიერ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, რომელშიც წლის ბოლოს რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობს, ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და  გრიგორი კარასინის შეხვედრა გუშინ გაიმართა. კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი ამოცანაა, საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხში შესული ურთიერთობა  მოგვარდეს.

შემთხვევითი სიახლე

რუსეთიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა

რუსეთიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა

2019 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რუსული …