მთავარი / თბილისი / თბილისში, მშვიდობის კათედრალში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს
თბილისში, მშვიდობის კათედრალში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისში, მშვიდობის კათედრალში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისში, მშვიდობის კათედრალში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში ამერიკის დროშის გარდა, საქართველოსა და უკრაინის დროშებია გაშლილი.

ცერემონიას კიევის საპატრიარქოს არქიმანდრიტი კირიონ ინასარიძეც ესწრება.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის განცხადებით, მაკკეინი ძვირფასია მსოფლიოში თავისუფლების მოყვარული ადამიანებისთვის.

“ის ყოველთვის იყო დამცირებულების, შევიწროებულების და გარიყულების გვერდით. მისი კვალი წარუშლელი იქნება პლანეტის უახლოეს ისტორიაში”, – აღნიშნა სონღულაშვილმა.

წყარო: 1tv | ავტორი: სანდრო ჯუფალაკიანი

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ …