მთავარი / საქართველო / განათლება / თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწყება
თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწყება

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ იწყება

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება.

მშობლებს ბავშვების დარეგისტრირება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ გვერდზე kids.org.ge ზე შეუძლიათ.

როგორც ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა, მიმდინარე წელს ბაღებში 15 000 აღსაზრდელს მიიღებენ, აქედან 3 000 ადგილი პირველ ეტაპზე უკვე შეივსო.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე ყველა ბაღში არის თავისუფალი ადგილები. იმ შემთხვევაში თუ აღსაზრდელები რეგისტრაციას ვერ მოახერხებენ, მშობლებმა სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართონ და მათი საკითხი განხილული იქნება, რის შედეგადაც ბავშვების გადანაწილება მოხდება”, – განაცხადა გვანცელაძემ.

კითხვაზე, გაითვალისწინებენ თუ არა სტანდარტს, რომ ჯგუფში 25 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს, კახა გვანცელაძის თქმით, ამის შესახებ ჯერ დადგენილება არ არსებობს, თუმცა ისინი ნორმის ფარგლებში იმოქმედებენ.

„სტანდარტი არ არის განსაზღვრული და ეს ნორმა კანონში არ არის, აქედან გამომდინარე, თავად ბაღების ადმინისტრაცია წყვეტენ სივრციდან, ასევე აღმზრდელისა და თანაშემწეებიდან გამომდინარე, თუ რამდენი ბავშვის მიღება შეუძლიათ და ეს წინასწარ ცნობილია, თუ რომელ ბაღში, რომელ ჯგუფში რამდენი ბავშვის რეგისტრაცია არის შესაძლებელი. თუმცა თავისთავად გონივრულ ნორმებში ჯდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

წყარო: 1tv | ავტორი: სალომე სილაგაძე

შემთხვევითი სიახლე

პირველიდან მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

პირველიდან მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 …