მთავარი / ვიდეო / შსს: კაცმა დედა მოკლა და ცხედარს ცეცხლი წაუკიდა

შსს: კაცმა დედა მოკლა და ცხედარს ცეცხლი წაუკიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 1991 წელს დაბადებულმა პირმა დედა მოკლა და ცხედარს ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევა 2 მარტს მოხდა და ბრალდებული უკვე დაკავებულია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას – 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა”, – ამბობენ შსს-ში.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევითი სიახლე

VINO&VINO-ს პირველი ღვინის მაღაზია საქართველოში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს

VINO&VINO-ს პირველი ღვინის მაღაზია საქართველოში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს

17 დეკემბერს, 18:00 საათზე VINO&VINO-ს პირველი ღვინის მაღაზია საქართველოში (მის: თბილისი, ყაზბეგის #31) მედიის წარმომადგენლებს …