მთავარი / საქართველო / საქსტატი ირწმუნება, რომ ფასები უმნიშვნელოდ არის გაზრდილი
საქსტატი ირწმუნება, რომ ფასები უმნიშვნელოდ არის გაზრდილი

საქსტატი ირწმუნება, რომ ფასები უმნიშვნელოდ არის გაზრდილი

საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს. ასეთ პირობებში „კომერსანტი“ დაინტერესდა და „საქსტატიდან“ გამოითხოვა ინფორმაცია, თუ როგორ იცვლება ფასები სასურსათო და სამომხმარებლო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე 2013 წლიდან დღემდე.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 1 ლიტრი ბენზინი 2013 წელს თუ 2.07 ლარი ღირდა, მისი ფასი 2014 წელს— 2.34 ლარი გახდა, 2015 წელს -1.87 ლარი შეადგინა, 2016 წელს 1.66 ლარი, 2017 წელს -2.17 ლარი, 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ბენზისი ფასი 2.33 ლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მუდმივად წუხს სურსათის გაზრდილ ფასებზე, საქსტატი ირწმუნება, რომ ფასები პროდუქტებზე უმნიშვნელოდ არის შეცვლილი.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე, სასურსათო პროდუქციაში ყველაზე მეტად ყურძნის და ქიშმიშის ფასია გაზრდილი. თუ 2013 წელს 1 კილოგრამი ქიშმიშის ფასი 6.58 ლარი იყო, 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით მისი ფასი 10.34 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება ყურძენს, 2013 წელს 1 კილოგრამი ყურძნის ფასი 3.74 ლარს შეადგენდა, 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, კილოგრამი ყურძნის ფასი 5.69 ლარამდე გაიზარდა.

საკმაოდ გაზრდილია საქონლის ხორცის ფასიც. თუ 1 კგ-ს ფასი 2013 წელს 11.59 ლარს შეადგენდა, 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 1 კგ საქონლის ხორცის ფასი 14.35 ლარი იყო. „საქსტატის“ მონაცემებით ფასების ზრდა დაფიქსირდა მედიკამენტებზეც.

„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და თბილისის სუპერმარკეტების ფასებს სამომავლოდ შემოგთავაზებთ.

წყარო: კომერსანტი | ავტორი: სოფო ქსოვრელი

შემთხვევითი სიახლე

საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება!

საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება!

ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი მატულობს. საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარს გადააჭარბა. …