მთავარი / საქართველო / განათლება / საქართველოში უმაღლესი განათლება კაცებზე 27%-ით მეტ ქალს აქვს [ვიდეო]

საქართველოში უმაღლესი განათლება კაცებზე 27%-ით მეტ ქალს აქვს [ვიდეო]

უმაღლესი განათლების მქონე ქალების რაოდენობა 27%-ით მეტია, ვიდრე კაცების, – ამის შესახებ სტატისტიკას გადაცემა “პირისპირ“-მა გაავრცელა. იქვე გამოქვეყნდა სხვა სახის სტატისტიკაც: 2008 წლის პარლამენტში 141 კაცი და 9 დეპუტატი ქალი იყო. 4 წლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში 18 ქალი მოხვდა. ბოლო – 2016 წლის მოწვევის პარლამენტში კი უკვე 23 ქალი და 127 კაცია.

მთავრობაში 15 მინისტრიდან ქალი მხოლოდ ორია; საქართველოს არ ჰყავს არცერთი გუბერნატორი ქალი – ცხრავე კაცია. რაც შეეხება მერებს, 64 თვითმმართველ ერთეულში მხოლოდ ერთი მერია ქალი.

კვოტირების მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა შემოიღოს, პარტიების პროპორციულ სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ასევე საპარლამენტო არჩევნებში. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დააკომპლექტებს სიებს ამ პრინციპის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ასეთ პარტიას რეგისტრაციაში არ გაატარებს.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

პირველიდან მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

პირველიდან მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 …