მთავარი / მთავარი მოვლენები / #ქალაქიხასიათით – ჩაერთეთქართული მინერალური წყალი “ბორჯომის” შემოქმედებით კონკურსში და მიიღეთ პრიზები

#ქალაქიხასიათით – ჩაერთეთქართული მინერალური წყალი “ბორჯომის” შემოქმედებით კონკურსში და მიიღეთ პრიზები

#ქალაქიხასიათით – ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც სტარტი აიღო და კონკურსანტებს უკვე დღეიდან ელის. კონკურსის მიზანია საქართველოსქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

სასტუმრო რედისონში,გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურსის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა კონკურსის მნიშვნელობაზე, მონაწილეობის წესებსა და შეფასებების კრიტერიუმებზე ისაუბრეს.

#ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია, რომელმაც სტარტიუკვე აიღო და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ,კადრში გამოიყენოს „ბორჯომი“, ატვირთოსსაბოლოო პროდუქტისაკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram)ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და გაუზიაროს  მისი ნამუშევარი მეგობრებს.კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. საინტერესოა თუ როგორ ხედავს და გრძნობს კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია: გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში. კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართება, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური ნოემბერში გამოავლენს, რომელთა შორისაა, რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი,The Movement TV – დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი, ფოტოხელოვანი მარი ნაკანი. გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.საპრიზო ფონდი შეადგენს 10 ათას ლარს, რომელიც სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება.

„ბორჯომი“ წლევანდელი კომუნიკაციით ხაზს უსვამს და მხარს უჭერს თითოეული ადამიანის ღირებულებებს, მათ უნიკალურობას, ხასიათს. საქართველო მართლაც უნიკალურია თავისი ღირსშესანიშნაობებით, კუთხეებით, ქალაქებით. ადამიანის მსგავსად თითოეულ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური ხასიათი, სწორედ ამიტომ „ბორჯომი“ ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას უკეთ წარმოაჩინოს და გაგვაცნოს საკუთარი ქალაქი, თავისი ისტორიით, ნაცნობი თუ უცნობი მხარეებით. ვფიქრობთ, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებას და საქართველოსა და მისი კუთხეების შესახებ ცნობადობის გაზრდას“ – განმარტავს ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“  ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.

„მე მინდა, უფრო მეტ ადამიანს მოვუწოდო ჩაერთოს კონკურსში, ერთის მხრივ, ეს აუცილებელია ერთმანეთს დავანახოთ საქართველოს მრავალფეროვნება, მეორეს მხრივ კი, გავიცნოთ უფრო მეტი შემოქმედებითი ადამიანი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ როგორც დამწყებებს, მოყვარულებს, პროფესიონალებსა თუ არა პროფესიონალებს წარმოდგენილი საკუთარი ნამუშევრებით თავი გააცნონ საქართველოს. ამისათვის კი, არის კიდევ მოტივაცია საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზის სახით. ვფიქრობ, საკმაოდ, ბევრ ადამიანს გაუჩნდება პროექტში ჩართვის სურვილი, “ – აღნიშნავს პალიტრავიდეო.ჯი-ს მთავარი რედაქტორი, ჟიურის წევრი გიორგი გიორგაშვილი.

„ეს ორმაგად საამაყოა, წარმოადგენდე ისეთ ბრენდს როგორიცაა ქართული მინირალური წყალი „ბორჯომი“, და ამასთან ერთად წარმოაჩენდე შენი ქალაქის ხასიათს. ძალიან მიხარია, რომ მივიღე ამ პროექტში მონაწილოება, დარწმუნებული ვარ, პროექტის ფარგლებში  საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ვიდეო თუ ფოტო მასალის ნახვის შეაძლებლობა გვექნება. ვფირობ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარების კუთხით,“ – გვითხრა პროექტში ჩართულმა ირაკლი გაფრინდაშვილმა, რომელმაც კონკურსს მიღმა გადაღებული პატარა ვიდეო რგოლით „თბილისის“ ხასიათი საუკეთესოდ წარმოაგვიჩინა.

პროექტის მიზანია, კონკურსანტმა წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით,მათივე დახმარებით, ვისთვისაც ესა თუ ის მხარე მშობლიურია, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან.

პროექტის ორგანიზატორია კომპანია„IDS ბორჯომითბილისი“და ის დაფუძნებულია „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე – შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!

„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათითკარს გვიღებს საქართველოში და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.

შემთხვევითი სიახლე

რუსეთიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა

რუსეთიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა

2019 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რუსული …