მთავარი / საქართველო / მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში საქართველო 128-ე ადგილზეა
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში საქართველო 128-ე ადგილზეა

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში საქართველო 128-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში ფინეთია, რომელსაც ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია და ჰოლანდია მოჰყვებიან.

ფული ბედნიერებას არ ნიშნავს – მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები, როგორებიც აშშ და იაპონია არიან, სიაში დაბალ პოზიციებს იკავებენ.

საქართველო რეიტინგში 128-ე ადგილს იკავებს. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო მიგრანტებისთვის ნაკლებად კეთილგანწყობილი ქვეყანაა – ამ კუთხით შედგენილ რეიტინგში საქართველო მე-8 პოზიციაზეა და ეგვიპტეს, ერაყს, ბელარუსს, საბერძნეთს, პოლონეთს, თურქეთსა და უკრაინას ჩამორჩება.

ბედნიერება სუბიექტური საკითხია, თუმცა მკვლევარები აღნიშნულ კვლევაში კონკრეტულ ინდიკატორებს მაინც განსაზღვრავენ. მაგალითად, აშშ ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ-ის მხრივ მაღალ პოზიციას იკავებს, თუმცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლოვობა, უთანასწორობა და მთავრობისადმი ნდობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით, მსოფლიოში სამი პრობლემაა გავრცელებული, რომელიც – ჭარბწონიანობა, ოპიოიდებზე დამოკიდებულება და დეპრესია – აშშ კი პირველი ორი ინდიკატორის კუთხით მაღალ პოზიციას იკავებს.

წყარო: კომერსანტი | ავტორი: გუგა როგავა

შემთხვევითი სიახლე

გაჩნდა ვერსია, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს

გაჩნდა ვერსია, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს

გაჩნდა ვერსია, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც Kvirispalitra წერს, საქმე უბედურ შემთხვევასთან კი …