მთავარი / მთავარი მოვლენები / მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის 1700-მდე კონტაქტი იკვეთება

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის 1700-მდე კონტაქტი იკვეთება

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება.

მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე.

„მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და ყველა ამათი გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსი მარნეულში შუა ხნის ქალს დაუდასტურდა. ამ შემთხვევაში ინფიცირების უშუალო წყარო ცნობილი არ არის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი კობახიძე: სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის ოპოზიცია

სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, როდესაც …