მთავარი / საქართველო / განათლება / მამუკა ბახტაძე: განათლების სისტემაში ინვესტიციები უნდა გავზარდოთ მინიმუმ სამჯერ
მამუკა ბახტაძე: განათლების სისტემაში ინვესტიციები უნდა გავზარდოთ მინიმუმ სამჯერ

მამუკა ბახტაძე: განათლების სისტემაში ინვესტიციები უნდა გავზარდოთ მინიმუმ სამჯერ

ჩვენი ხედვა და მიდგომაა განათლების სისტემის ისე განვითარება, რომ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში. თუ მნიშვნელოვნად არ გავზრდით ინვესტიციებს განათლებაში, გაგვიჭირდება, რომ გავხდეთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, –  განაცხადა პრემიერმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება  ძალიან კონკურეტუნარიანი 5 დონე განათლების სისტემაში. ეს არის – სკოლამდელი განათლება, რომელიც დღეს  არ არის განათლების სისტემის ნაწილი. საშუალო განათლება, პროფესიული სასწავლებლები, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

„ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკურეტუნარიანი 5 დონე განათლების სისტემაში. ეს არის – სკოლამდელი განათლება და დღეს, იცით, რომ სამწუხაროდ ბაღები არ არის განათლების სისტემის ნაწილი. ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა, სისტემური ხარვეზი, ვიტყოდი, რომელსაც სჭირდება უმოკლეს ვადებში გამოსწორება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს წაიღებს იმისთვის, რომ ორგანულად გაკეთდეს. მეორე გახლავთ – განათლება საშუალო სკოლებში, სადაც ჩვენ ასევე გვჭირდება თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი სტანდარტი. გვყავს ძალიან მოტივირებული მასწავლებლები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხის გაზრდაზე, თავადაც, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური გარემოს შექმნა და შესაბამისი მოდელების შემოტანა სასწავლო სისტემაში. პირადად მე, ძალიან მომწონს ფინური მოდელი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ფინელებიც, ჩვენსავით არ არიან მრავალრიცხოვანი ერის წარმომადგენლები, მაგრამ შეძლეს ის, რომ საშუალო სკოლის განათლების სისტემა აქვთ საუკეთესო. მესამე – ჩვენ გვჭირდება ძალიან ძლიერი პროფესიული სასწავლებლები, რადგან ვცხოვრობთ გლობალური ეკონომიკის კონკურენციის პირობებში, სადაც თითოეული ქართველი ახალგაზრდა უნდა ფლობდეს პროფესიას, რაშიც იქნება კონკურენტული; რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლება და მეცნიერება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის იმ სინერგიას, რამაც საქართველო უნდა გადაიყვანოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში,“ – აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: gbc

შემთხვევითი სიახლე

პირველიდან მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

პირველიდან მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 …