მთავარი / მთავარი მოვლენები / ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები გავრცელდა [ვიდეო]

ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები გავრცელდა [ვიდეო]

სათვალთვალო კამერამ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები დააფიქსირა.

ვიდეოში 2 ქალი, ირაკლი ნოზაძე და მისი მეგობარი ჩანან. „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ორი ქალი 26 ივნისს დააკავა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი ნოზაძის მეგობარი ბიჭია. ახალგაზრდა ქალებთან დასალაპარაკებლად თავდაპირველად სწორედ ის ჩავიდა.

ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

შემთხვევითი სიახლე

სილქნეტმა შსს-ს 25.6 მილიონიანი კონტრაქტი მოიპოვა

სილქნეტმა შსს-ს 25.6 მილიონიანი კონტრაქტი მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპტიკური ქსელით სილქნეტი მოემსახურება. კომპანიამ შსს-სთან 25.65 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა …