მთავარი / მთავარი მოვლენები / გიორგი ტყემალაძის ვიზიტი “ალუტექ ჯორჯიაში”

გიორგი ტყემალაძის ვიზიტი “ალუტექ ჯორჯიაში”

10 თებერვალს „ალუტექ ჯორჯიას“ საწარმოს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე ესტუმრა, კომპანიის დამფუძნებლებმა პაატა კოკაიამ და დავით ჯანიაშვილმა მას წარმოების პროცესი დაათვალიერებინეს და  კომპანიის ახალი, მეტალო-პლასტმასის პროდუქცია გააცნეს.

საკრებულოს თავმჯდომარე  ჩაერთო ასევე საწარმოს საიმიჯო რგოლის გადაღების პროცესში, რომლის წარდგენაც 21 თებერვალს, სასტუმროში „ივერია ინნ“ გაიმართება.

შეგახსენებთ კომპანია „ალუტექ ჯორჯია“ 2018 წელს გაიხსნა, ის თურქული, პრემიუმ კლასის ბრენდის “სისტემა ალუმინიუმის” ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.  საამქრო აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით (CNC – ცენტრებით) , რომელსაც შეუძლია აწარმოოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია უმოკლეს ვადებში. კომპანია ლიდერია ალუმინის წარმოებაში, 2020 წლიდან კი მას მეტალო-პლასტმასის პროდუქცია დაემატა.

შემთხვევითი სიახლე

49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო …