მერია

კახა კალაძემ ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელის სტრიტ-არტი დაათვალიერა

კახა კალაძემ ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელის სტრიტ-არტი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად, ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში სტრიტ-არტი დაათვალიერა. კახა კალაძემ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს, რომლებმაც გადასასვლელის კედლების მოხატვაში მონაწილეობა მიიღეს, მადლობა გადაუხადა. „ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა. აქაურობა ძალიან ლამაზია. მიხარია, რომ პროცესში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ …

სრულად წაკითხვა »

ისანში 14 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო

ისანში 14 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის N9-ში მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე ავტოფარეხების დემონტაჟის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს. მიმდინარე პროცესის გასაცნობად ლეხ კაჩინსკის ქუჩა M9-ში დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „თქვენ იცით, რომ ძალიან საინტერესო წამოწყება გვაქვს ავტოფარეხების აღებასთან …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია განმეორებითი ტენდერით 100-ის ნაცვლად 90 ავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია განმეორებითი ტენდერით 100-ის ნაცვლად 90 ავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია განმეორებითი ტენდერით, 45 მილიონ ლარად, 100-ის ნაცვლად 90 დიზელზე მომუშავე ავტობუსს შეიძენს. ამ გადაწყვეტილებით, შესასყიდი თითო ავტობუსის ფასი იზრდება. 1 ავტობუსის ფასის ზედა ჭერი 450 000-ის ნაცვლად, 500 000-ია (173 000 ევრო). ავტობუსების მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 2800 კმ-ს. პრედენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი უნდა იყოს …

სრულად წაკითხვა »

თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ

თბილისისთვის ავტობუსის ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის – „მოტმაკდონალდის“ 5 სპეციალისტი პროექტზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად უკვე მუშაობს. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ისინი აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის (CDIA) დაფინანსებით მოამზადებენ პროექტებს, რომლებიც შეეხება თბილისში ე.წ. „ბასლეინების“ განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნების შერჩევას, პარკირების მართვის სტრატეგიას …

სრულად წაკითხვა »

დიდუბის ხიდიდან „სამთო ქიმიის” შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება

დიდუბის ხიდიდან „სამთო ქიმიის” შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აკაკი წერეთლის გამზირზე დიდუბის ხიდიდან „სამთო ქიმიის” შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული. მერიამ, ტენდერი თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე ქვეითთა მიწისწვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 მარტს იწყება და 29 …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია ხიდებისა და შენობების მოხატვას იწყებს

თბილისის მერია ხიდებისა და შენობების მოხატვას იწყებს

თბილისის მერია სხვადასხვა ლოკაციაზე ხიდებისა და შენობების მოხატვას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას სთხოვა, მოიძიოს ქალაქში ადგილები, სადაც პროექტის გახორციელება იქნება შესაძლებელი. “როგორც იცით, „სთრით-არტი“ ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალებაა. …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია ჰიბრიდული ავტომობილების შესაძენად 1.7 მილიონს დახარჯავს

თბილისის მერია ჰიბრიდული ავტომობილების შესაძენად 1.7 მილიონს დახარჯავს

თბილისის მერია ავტოპარკს ჰიბრიდული ავტომობილებით განაახლებს. 2018 წელს გამოშვებული,  30 ერთეული, თეთრი ფერის ავტომობილის შეძენაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 1.744 მლნ ლარია. წინადადებების მიღება 2 აპრილს, 12:00 საათზე მთავრდება. მერიას ამ ფასად ჰეჩბეკების შესყიდვა სურს. გამარჯვებულმა კომპანიამ მუნიციპალიტეტის მთავრობას ავტომობილები 90 დღეში უნდა მიაწოდოს. წყარო: gbc

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერიას ევროკავშირისგან 506 634 ევროს გრანტი გადაეცა

თბილისის მერიას ევროკავშირისგან 506 634 ევროს გრანტი გადაეცა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე გრანტის მიმღებთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა და თბილისის მერიას ევროკავშირისგან საზეიმოდ, მემორიალური დაფა გადაეცა. აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტმა თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია დამატებითი შესწავლის მიზნით, ორი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს

თბილისის მერია დამატებითი შესწავლის მიზნით, ორი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე N33 საბავშვო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ბაგა-ბაღის შენობაში თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ხარვეზები გამოავლინა. არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანსა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ …

სრულად წაკითხვა »

ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა

ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა

ქვეითების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის კორპუს 2ა-2ბ-სთან – 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ – 23. სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე …

სრულად წაკითხვა »