შემთხვევა

20 წლის გოგო სურათის გადაღების დროს მეორე სართულიდან გადმოვარდა

20 წლის გოგო სურათის გადაღების დროს მეორე სართულიდან გადმოვარდა

ახალციხეში 20 წლის გოგო აივნიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ, წმინდა დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მოხდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა, შემდეგ კი კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მას ორი ოპერაცია გაუკეთდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა მეგობართან ერთად ფოტოს იღებდა, როდესაც  მეორე სართულის აივნიდან გადავარდა. ახლობლების ინფორმაციით, …

სრულად წაკითხვა »

ქარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა

ქარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა

ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვართან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაშავდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია …

სრულად წაკითხვა »

იარაღი, რომლიდან გასროლილ ტყვიასაც 26 წლის გოგო ემსხვერპლა, სუსის თანამშრომელს ეკუთვნის

იარაღი, რომლიდან გასროლილ ტყვიასაც 26 წლის გოგო ემსხვერპლა, სუსის თანამშრომელს ეკუთვნის

იარაღი, რომლიდან გასროლილ ტყვიასაც ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა, სუსის თანამშრომელს ეკუთვნის. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს გაუვარდა. იარაღი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანის მამას ეკუთვნის. სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაადასტურეს, რომ არასრულწლოვანის მამა მათი თანამშრომელია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  ქართული კანონმდებლობის …

სრულად წაკითხვა »

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ბანკის წინ საწვავი გადაისხა. ახალგაზრდა ქალს თავის დაწვის საშუალება ადგილზე მისულმა პოლიციამ და მოქალაქეებმა არ მისცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. წყარო: 1tv | ავტორი: თეა აბსარიძე

სრულად წაკითხვა »

ბათუმში ავტომობილი 9 წლის ბავშვს დაეჯახა

ბათუმში ავტომობილი 9 წლის ბავშვს დაეჯახა

ბათუმში მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებულია 9 წლის ბავშვი. ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ცენტრში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანა. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სრულად წაკითხვა »

ნაძალადევში ხანძარს მსხვერპლი მოყვა

ნაძალადევში ხანძარს მსხვერპლი მოყვა

ნაძალადევში, ხუდადოვის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. მიმდებარე ტერიტორიაზე შეფერხებულია საგზაო მოძრაობა. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. უწყების ცნობით, ადგილზე ცხრა სახანძრო  და ერთი სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

სრულად წაკითხვა »

ყაზბეგის გამზირზე შუახნის კაცი ცოლის თვალწინ დაჭრეს

ყაზბეგის გამზირზე შუახნის კაცი ცოლის თვალწინ დაჭრეს

ცოტა ხნის წინ ყაზბეგის 33-თან შუახნის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის სესახებ ინფორმაცია imedinews-ი ავრცელებს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ფაქტს, სავარაუდოდ, მისი მეუღლეც შეესწრო. შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ კონკრეტდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სრულად წაკითხვა »

თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადმოხტა

თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადმოხტა

თბილისში, წერეთლის გამზირზე შუახნის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას PIA ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »

კოჯრის ტყეში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კოჯრის ტყეში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კოჯრის ტყეში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »

მეტეხთან ავტომობილი ამოტრიალდა

მეტეხთან ავტომობილი ამოტრიალდა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ტაძრის წინ ავტომობილი ამოყირავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ბორდიურზე ავარდა, ჯებირი გაარღვია და ამოტრიალდა. როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. შსს-მ მომხდარზე რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მოახდინა.

სრულად წაკითხვა »