მთავარი / მთავარი მოვლენები / GWP-ის პეკინის გამზირზე კომუნიკაციების განახლება 3 მილიონი დაუჯდება
GWP-ის პეკინის გამზირზე კომუნიკაციების განახლება 3 მილიონი დაუჯდება

GWP-ის პეკინის გამზირზე კომუნიკაციების განახლება 3 მილიონი დაუჯდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს.

კომპანია სამუშაოებს მსოფლიოს  წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt ექსპერტებთან ერთად განახორციელებს. ჩატარდება 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და  რეაბილიტაცია, სრულად შეიცვლება  წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და მოეწყობა ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგების და წყალარინების  ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს, პირველი ეტაპი 16 ივნისს დაიწყება, სამუშაოების ბოლო ეტაპი აგვისტოს დასაწყისშია დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის კრეათონი დაიწყო

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის კრეათონი დაიწყო

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნოპარკში წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, კრეათონს მართავს. კრეათონი დილით, 10:00 საათზე gwp-ის …