მთავარი / მერია / მზიურის პარკის რეაბილიტაციის დაწყება წელს იგეგმება
მზიურის პარკის რეაბილიტაციის დაწყება წელს იგეგმება

მზიურის პარკის რეაბილიტაციის დაწყება წელს იგეგმება

მზიურის პარკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ივლისში გამოცხადდება,- ამის შესახებ “საქმის კურსს” მუნიციპალური განვითარებს ფონდში განუცხადეს. უწყებას მზიურის პარკი თბილისის მერიამ გადასცა.

ამჟამად პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. რებილიტაცია გულისხმობს 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანების და პარკი მზიურის აღდგენა-მოწყობას.

„საპროექტო სამუშაოები მოიცავს პარკის ზედა ნაწილის, რომელიც ესაზღვრება ილია ჭავჭავაძის გამზირს, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. დაზიანებული კიბის და ქვაფენილების აღდგენას. პარკის ქვედან ნაწილში მოეწყობა 6575 კვ.მ ახალი და აღდგება დაზიანებული ბილიკები, რომელთა საფარად გამოყენებული იქნება ბეტონის ქვაფენილი და ასფალტ-ბეტონი. ბავშვებისთვის მოეწყობა ველო-ბილიკები, ხოლო მოზარდთათვის 1300 მეტრის ველოსიპედების გზა. მოეწყობა განათების ბოძები, დაიგება 15 000 კვ.მ გაზონი, დაითესება 25 000კვ.მ. ბალახი; მოეწყობა სარწყავი სისტემა.

ხეობაში და პარკში დაირგვება 3636 ძირი ბუჩქოვანი და 965 ძირი ხე-მცენარე. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები, რომელთა გარშემო მოეწყობა კაუჩუკის საფარი“,- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

შემთხვევითი სიახლე

დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა

დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა

დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა წლიურად 200% -ით გაიზარდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტრასპორტირების კითხით სულ …